პოლიტიკა

editor

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 როგორც ცნობილია, დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს.  გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი – ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

 როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს.  კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. …

ნახვა »

ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მიშა კაპლანიშვილი დაიღუპა. ის ომის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზე იყო. მონაწილეობდა ხარკოვის ცნობილ კონტრშეტევაში და საკუთარი წვლილი შეიტანა არაერთი უკრაინული დასახლების გათავისუფლებაში.

ნახვა »

საფრანგეთმა ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

 საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას ტოვებს.  ცნობისთვის, ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება ძალაში 1998 წელს შევიდა ენერგეტიკის სფეროში უცხოური ინვესტიციების დასაცავად. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ევროკავშირს შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდნენ, ვინაიდან, მათი აზრით, აღნიშნული შეთანხმება წიაღისეული საწვავის ინდუსტრიების მიერ გამოიყენება რათა კანონის ფარგლებში პრობლემები შეუქმნას გარემოსდაცვით ზომებს.  ასევე ცნობილია, რომ …

ნახვა »

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს …

ნახვა »

19 წლის გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა, გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. სარდალაშვილი ტურნირს მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მან ისრაელის წარმომადგენელი, მატან კოკოლაევი დაამარცხა. მესამე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ მეტოქეს, მაქსიმ მერლინს აჯობა, მეოთხედფინალში კი სარდალაშვილმა თურქეთის წარმომადგენელს, სალიჰ ილდიზი დაამარცხა.  ნახევარფინალში 19 წლის ქართველმა აზერბაიჯანელ მეტოქეს, ბალაბაი …

ნახვა »

ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, უკრაინას 1,5 მილიარდი ევროს რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ

 ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, რომ უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის რეგულარული ყოველთვიური დახმარება გაუწიონ.  „უკრაინა გვეუბნება, რომ სჭირდება თვეში, დაახლოებით, 3-4 მილიარდი ევრო, რომ ჰქონდეთ საკმარისი რესურსები. ეს თანხები უნდა დააფინანსოს ევროკავშირმა და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ასე რომ, დისკუსია იყო 1.5 …

ნახვა »

26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა

  გოგო, რომელსაც სკოლაში წითური თმის გამო დასცინოდნენ, მის ინგლისი გახდა. 26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა. ის მის მსოფლიოს კონკურსზე ინგლისის წარმომადგენელი იქნება.   ჯესიკას თქმით, სამოდელო კარიერის დაწყებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. მის ინგლისმა გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლის დროს კლასელები წითური …

ნახვა »

Star Wars-ის მსახიობი მარკ ჰემილი უკრაინას 500 დრონს გადასცემს

 როგორც მარკ ჰემილის ტვიტერის პოსტიდან ვიგებთ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან Zoom-ის შეხვედრის შემდეგ მსახიობი  ინიციატივა United24-ს შეუერთდა, რომლის მიზანიც უკრაინის სამხედრო დრონებით აღჭურვაა, მარკ ჰემილის დახმარებით უკრაინას 500 დრონი გადაეცემა.  “ყველაფერი ძალიან მარტივადაა: უკრაინას დრონები სჭირდება, რადგან ეს ომის შედეგებს განსაზღვრავს. უკრაინელები თავიანთ მიწასა და ხალხს იცავენ, აკონტროლებენ საზღვრებს და ცას უყურებენ”, …

ნახვა »

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ცნობილია,რომ ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.    შეგახსენებთ, საჰაერო განგაში სარაკეტო დარტყმების საფრთხეზე მიანიშნებს.  

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია