პოლიტიკა

editor

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 21:52 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან იყო.

ნახვა »

The Insider: შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს

შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დანაღმეს. ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. მისი ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება. კერძოდ, ობიექტზე შევიდა სატვირთო ავტომობილების კოლონა და, როგორც The Insider-ის წყაროები ამბობენ, იქ დანაღმვითი სამუშაოები ჩატარდა. გამოცემის ცნობით, ოკუპანტები ნაღმებს ენერგობლოკებთან ახლოს, ნაწილს კი უშუალოდ ენერგობლოკში ინახავენ. რუსი …

ნახვა »

კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის 82 წლის ექიმი, რომელმაც დაწესებულების დირექტორი დაჭრა, პოლიციამ დააკავა

პოლიციამ კანისა და ვენერულ დაავადებათა დისპანსერის ექიმი დააკავა, რომელმაც დაწესებულების დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …

ნახვა »

მდინარაძე ოქრუაშვილზე: ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა

ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად! – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტს. „ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა …

ნახვა »

ირაკლი ოქრუაშვილი: ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ

რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ,- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ამისთვის პატარა ბიძგია საჭირო. ,,ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარ-მასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა …

ნახვა »

დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასობით დიპლომატიური პასპორტი, მათ შორის უკრაინის რადას დეპუტატების ნაწილის დიპლომატიური პასპორტები გააუქმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინულ Telegram-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს, რომლებმაც ოფიციალური მივლინებების შემდეგ დიპლომატიური პასპორტები არ დააბრუნეს, შესაძლოა ეს პასპორტები ჩამოერთვათ. მედია წერდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია იმით, რომ დეპუტატები ომის დროს …

ნახვა »

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტების გამშვები პოზიციებია. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, მაგრამ „გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება“. ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ როდესაც …

ნახვა »

ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა

ისრაელის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა, საერთო ჯამში კი, სულ მცირე 10 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ღაზას სექტორის მმართველი „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი წლის ბავშვია. დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 55-მა ადამიანმა მიიღო. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური …

ნახვა »

„ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. დაჯგუფების პრესსპიკერის თქმით, რაკეტების სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო. „ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს …

ნახვა »

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. „ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია