პოლიტიკა

editor

პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები რომან გოცირიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატის რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, “აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს. კონკრეტულად, პლენარულ სხდომაზე გოცირიძე კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით დაინტერესდა და მინისტრს კითხვით მიმართა – რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის კუთხით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით. როგორც გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გერმანული მოდელის დანერგვაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას მოიცავს. გომელაურის განმარტებით, ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირობების მქონე დაწესებულება, საიდანაც გამოსვლა პირს მოსამართლის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

ანაკლიის პორტზე გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული, მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სამუშაოები ივნისში დაიწყება. „დაახლოებით ორი წელი დასჭირდება პირველ, ძირითად ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, პირველი ფაზა ორ წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის …

ნახვა »

ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება – ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. „ვხედავთ, რომ შესაძლებელია, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ბაგანისიდან ბერქაბერამდე მონაკვეთზე. ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტერიტორიებზე სომხეთის …

ნახვა »

იენს სტოლტენბერგი – შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია. როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი. „შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. …

ნახვა »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას ვიზიტით ეწვევა მაშინ, როდესაც მზად ექნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“. ამის შესახებ მარკონმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, „აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით: აუცილებლად ჩამოვალ. მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაკრონმა. …

ნახვა »

ალან ალბოროვი – “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება

“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. …

ნახვა »

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო X-59 და „შაჰედის“ 16 დრონი გაუშვეს

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ოლქების მიმართულებით „ეს-300“-ის ხუთი რაკეტა, ორი საავიაციო რაკეტა X-59 და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ოდესის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 14 დრონი გაანადგურეს. ამასთან, ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა ორი აგროსაწარმო. ხანძარი მალე ჩააქრეს. დარტყმის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში …

ნახვა »

შარლ მიშელი რუსეთში მიმინარე არჩევნებს ეხმაურება – მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება

მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, – ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს. „მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში. ცნობისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია