პოლიტიკა

გიორგი კაკაურიძე: აქციზის განახევრებაც კი ბენზინისა და დიზელის ფასს 6 თვის წინანდელ მაჩვენებელზე ვერ დააბრუნებს

აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს, – ამი შესახებ  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხად, რითაც უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის , გიორგი შარაშიძის შეკითხვას, , რომელიც დაინტერესდა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მთავრობამ ნავთობის აქციზზე დროებითი შეღავათის დაწესება განიხილოს.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა,  პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ის გაურკვევლობა რომელიც ნავთობთან მიმართებით არსებობს, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე- ეტაპობრივად დამშვიდდეს. მისი თქმით, ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები.

„დავუშვათ, რომ გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი. ერთ დღეში შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, რომ შემდეგ ვითარება  შეიცვალოს. სამწუხაროდ,საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, მნიშვნელოვნად შევცვალოთ. თუ შევხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეცვლილ ფასებს, განახევრებაც აქციზის რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეს ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები”,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე.

ასევე ნახეთ

„ჯეოსთილი“ მდგრადობის ობლიგაცებით ახალ სტანდარტს ქმნის — ESG-ზე მიბმული ფინანსირება სამრეწველო სექტორში

 ფოლადის საწარმომ წარმატებით დაასრულა $20 მილიონი SLB-პროგრამა — საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველი ასეთი შემთხვევა მძიმე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...