ფოლადის საწარმო „ჯეოსთილმა”, რომელიც საქართველოში არმატურის საერთო წარმოების 40%-ს ქმნის, 11.2 მეგავატიანი მზის პანელებიდაამონტაჟა. ეს გახლავთ საქართველოშიდღეისთვის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც მზის განახლებადი ენერგიის გამომუშავებას ახდენს.

პროექტს „ჯეოსთილის” ძირითადი საწარმოო ხაზების დღიური ელექტროენერგიის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილება შეუძლია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 11.2 მეგავატიანი მზის ენერგიის სადგური საქართველოს ინდუსტრიული სტანდარტებით საკმაოდ დიდია და რეგიონში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ლოკალურ პროექტს წარმოადგენს.
„მზის ენერგიაზე გადასვლა სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა:
“ჩვენი მთავარი მოტივატორი კი რუსთავის ქარხნისმოდერნიზაციის სტრატეგიული ხედვა გახდა –ენერგოხარჯების შემცირება და მძიმე მრეწველობაში დეკარბონიზაციის ლიდერის პოზიციის მოპოვება,” – აცხადებენ „ჯეოსთილში”.
მზის პანელების დასამონტაჟებლად გამოყენებულია როგორც ქარხნის სახურავები, ისე მიწის ზედაპირი. მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა სახურავებზე კონსტრუქციის სრულყოფილი ინტეგრაცია, საწარმოო პროცესის შეფერხების მინიმუმამდე დაყვანა და აღჭურვილობის მტვრისა და სიცხისგან დაცვა იყო. კომპანიამ ამ საკითხების მოსაგვარებლად შესაბამისი გეგმა და განრიგი შეიმუშავა. პროცესი დეტალური სტრუქტურული შეფასებით დაიგეგმა და მონტაჟი ეტაპობრივად, წარმოების შედარებით დაბალი დატვირთვით მუშაობის პერიოდში განხორციელდა. უსაფრთხოების მკაცრი წესები და პროტოკოლები სისტემის მდგრადობასა და პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სარგებელი საზოგადოებისა და გარემოსთვის
განახლებადი ენერგიის გამომუშავება შიდა მოხმარებისთვის ხდება, თუმცა ის ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„სისტემა, პირველ რიგში, შიდა მოხმარებისთვისაა შექმნილი, რათა მაქსიმალურად დაიზოგოს ხარჯები და შემცირდეს გამონაბოლქვი. თუმცა ის ქვეყნის ერთიან ქსელსაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. საკუთარი მზის ენერგიისწყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენებით, ჩვენ სახელმწიფო ქსელის რესურსებზე დატვირთვას ვამცირებთ. შესაბამისად, პროექტს როგორც პირდაპირი კორპორაციული, ისე ფართო საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვს,” – განმარტავენ კომპანიაში.
რუსთავის ქარხნის განახლებადი ენერგიისსისტემა წარმოებაში წიაღისეული საწვავით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს, რაც ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებაზე პირდაპირ აისახება. ეს ნიშნავს სუფთა ჰაერს, ეკოლოგიური დაბინძურების რისკების შემცირებას და რუსთავში ინდუსტრიული განვითარებისმდგრად ხელშეწყობას. საბოლოო შედეგი კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკისგანვითარებაზე პოზიტიურად აისახება.








