პოლიტიკა

სკაპი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მეორე ფაზის მხარდამჭერია

პროექტი „ახალგაზრული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის მხარდაჭერით განხორციელდება.

“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდობის სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებული საქმიანობის გაფართოება.

პროექტის ფარგლებში:

შერჩეული 1,800-ზე მეტი მონაწილე (18-35 წლის, 50% ქალი) ჩაერთვება სპეციალურად შექმნილ პრაქტიკულ ტრენინგებსა და მენტორობის პროგრამებში;

გამარჯვებული, მინიმუმ 65 ახალი ან მოქმედი ახალგაზრდა მეწარმე, დაფინანსდებ30 000 ლარამდე ფულადი გრანტით.

პროექტის ხანგრძლივობა 36 თვეა (ოქტომბერი, 2025 – სექტემბერი, 2028). მონაწილეები შეირჩევიან საქართველოს 4 რეგიონს 21 მუნიციპალიტეტიდან:

ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი; 

სამცხე-ჯავახეთი: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა; 

აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო; 

გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მოიცავს ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას როგორც ფინანსური გრანტების გაცემის გზით, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ტრენინგებისა და მენტორობის პროგრამების საშუალებით.

პროექტის მეორე ფაზას აფინანსებს “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობა” (International Partnerships Austria). იგი ხორციელდება მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ. პროექტის ფინანსური მხარდაჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი.

განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით.

მიმდინარე მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 2000-ზე მეტ ახალგაზრდა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის: 595 951 236

რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/gBoMw


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპის შესახებ

სკაპი არის წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში. მას აქვს 16-წლიანი გამოცდილება სამომხმარებლო და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით.

ამჟამად, სკაპი ქვეყნის 13 უდიდეს რეგიონულ ცენტრში, 37 ფილიალითა და 500-ზე მეტი პროფესიონალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის მიზანია, შექმნას მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული, სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისები.

ამის მისაღწევად, სკაპი ბოლო წლებში აქტიურად ამარტივებს და ციფრულს ხდის თავის პროდუქტებსა და სერვისებს, ავითარებს ციფრულ არხებს და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის შესახებ

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა.

მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. 

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ | აპრილი, 2026

ასევე ნახეთ

ტრადიციულიდან მწვანე წარმოებამდე – „ჯეოსთილის“ 15-წლიანი ინდუსტრიული განვითარება

15 წლიანი ოპერირება ქართულ ბაზარზე, 450 დასაქმებული ადამიანი, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია და ქვეყნის ბიუჯეტში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...