პოლიტიკა

კულტურა

რატომ დაკარგა Netflix-მა 3 თვეში თითქმის მილიონი გამომწერი?

მიმდინარე წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ლიდერმა სტრიმინგსერვისმა Netflix-მა თითქმის ერთი მილიონი გამომწერი დაკარგა, – ამის შესახებ BBC წერს. ჯერ კიდევ აპრილში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ბოლო ათწლეულში პირველად, Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა შემცირდა. ამას სამუშაო ადგილების კლება და კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. პანდემიის დასაწყისში, Netflix-ის მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრი ტემპით იზრდებოდა, ვინაიდან იზოლაციაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის ეს სერვისი გართობის კარგი საშუალება აღმოჩნდა. მას …

ნახვა »

გელათში კედლის მხატვრობის გადასარჩენად, სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია

გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. იტალიელ ექსპერტებთან …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის …

ნახვა »

ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ფინალში ღვინიაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე რაფაელ მასედუ დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

ნახვა »

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი და მსახიობი ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. ამის შესახებ TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ლას-ვეგასში შეუღლდა და ქორწინების მოწმობაც აიღო. ლოპესს და აფლეკს ან მათ წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა …

ნახვა »

“ბორჯღალოსნებმა” პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა. 3 ჯარიმა ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა მირიან მოდებაძისა და დავით ნინიაშვილის ლელოებისა და თედო აბჟანდაძის ზუსტი გადასახების მეშვეობით საქართველოს ნაკრების უპირატესობა …

ნახვა »

Netflix დევიდ ბექჰემზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-ის დოკუმენტური მინი-სერიალის გმირი გახდება. სერიალში საარქივო ვიდეოჩანაწერების გამოყენებით მოთხრობილი იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელის საფეხბურთო გზაზე. მაყურებელი ასევე ნახავს თავად ბექჰემის, მისი ნათესავებისა და სხვა ადამიანების ინტერვიუებს. პროექტის რეჟისორი და აღმასრულებელი პროდუსერი იქნება ფიშერ სტივენსი ჯონ ბატსეკთან თანამშრომლობით. Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სერიალის ერთ-ერთი …

ნახვა »

ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი ზაგრების გრანპრიზე

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ფინალში კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა. ხვალ ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ნახვა »

მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი – ვიდეო

მხევლის წიგნის მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი უკვე გამოვიდა და საკმაოდ დაძაბულ სანახაობას გვპირდება. როგორც ტრეილერიდან ჩანს, ამ სეზონის მთავარი გმირები ჯუნი და სერენა იქნებიან და ერთმანეთის დასამარცხებლად ნებისმიერ გზას გამოიყენებენ. ემის მფლობელი სერიალი მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე დისტოპიური ნოველის მიხედვითაა გადაღებული. მაყურებლებმა მხევლის წიგნი პირველად 2017 წელს იხილეს და ის უამრავი ადამიანის …

ნახვა »

ვან გოგის ნახატის უკანა მხარეს მხატვრის ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნული გალერიის თანამშრომლებმა ვან გოგის ნახატების კოლექციის რენტგენით დავალიერებისას შემთხვევით ცნობილი მხატვრის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ავტოპორტრეტი მისი ერთ-ერთი ნახატის უკანა მხარეს, მუყაოსა და წებოს ფენის მიღმა “იმალებოდა”. სავარაუდოდ, ვან გოგმა ავტოპორტრეტი ფრანგი იმპრესიონისტების ნამუშევრების გაცნობის პერიოდში შეასრულა. გალერიის მიხედვით, მხატვარი ტილოებს ხშირად რამდენჯერმე იყენებდა, რათა ფული დაეზოგა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია