პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

საქართველოში აშშ-ის საელჩომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოამზადა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოამზადა. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) და …

ნახვა »

სექსუალური ძალადობის ბრალდებით მთავარი არხის წამყვანი დააკავეს

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე …

ნახვა »

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული

საქართველოში მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ძალზე პოლარიზებული, – ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა . “საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე …

ნახვა »

ევროკომისიის ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა

პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას,- ამის შესახებ ევროკომისიის აპარატის დოკუმენტშია ნათქვამი, სადაც განხილულია საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიში. ამასთან, ანგარიშში საუბარია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც და აღნიშნავენ, რომ 2021 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების …

ნახვა »

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან …

ნახვა »

ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. „ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხელმოწერის ცერემონიის დროს. ამერიკის პრეზიდენტმა ნატო-ში, მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი. ამერიკის შეერთებული …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე – დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მათ ოჯახებზე ზრუნვას. „პირველ ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ, ცივილურმა სამყარომ დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, საქართველო გაერთიანდება

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, საქართველო გაერთიანდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით წერს. „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე …

ნახვა »

მარინა კალიურანდი აგვისტოს ომზე – არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსეთს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი “ტვიტერზე” წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს. “14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას …

ნახვა »

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა. „ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია