პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო ელჩო, რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, „ეფესბეს“ მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო. რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო …

ნახვა »

დიმიტრი ხუნდაძე – მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან ჩრდილოეთამდე, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები, თორემ შედეგი ყველასთვის იქნება ძალიან მძიმე

მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან ჩრდილოეთამდე, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები, თორემ შედეგი ყველასთვის იქნება ძალიან მძიმე, – ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ეხმაურება ოპოზიციის დღევანდელ ახალ ბრალდებებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხალხში ერთი პროცენტი მხარდაჭერით, ბრალს გვდებს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, თითქოს ომის თემა რუსული ნარატივია. როგორც …

ნახვა »

ჯო ბაიდენი ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. „დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები და ჩვენს ხალხებს შირის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. მე …

ნახვა »

ბორის ჯონსონი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ტოვებს  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობას. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე: დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

„მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძის თქმით, …

ნახვა »

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს ტოვებს

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს. ამასთან, გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შემოდგომამდე დარჩება. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის შესარჩევი კონკურსი ზაფხულში გაიმართება და ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბერში, პარტიის კონფერენციისთვის ეყოლება. BBС-ის ინფორმაციით, ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას დღეს მოგვიანებით გააკეთებს. …

ნახვა »

Credit Suisse ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის მოქმედებებს სასამართლოს თანხმობის გარეშე აღარ განახორციელებს

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ …

ნახვა »

თურქეთმა ექსპორტი ყველაზე მეტად საქართველოსა და ბულგარეთში გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თურქეთის ექსპორტი მეზობელ ბულგარეთში, საქართველოში, ერაყში, ირანში, სირიასა და საბერძნეთში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,4%-ით გაიზარდა და 11,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროსა და თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებით, თურქეთიდან მიმდინარე წლის 6 თვეში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა …

ნახვა »

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც  რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ბირმინგემში 2-6 ივლისს გაიმართა. დოკუმენტში ასევე გამოთქმულია „ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არსებული მოუგვარებელი კონფლიქტის გამო …

ნახვა »

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე სულ მცირე 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა. ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. ხელისუფლებიდან წასული საჯარო პირების განცხადებით, მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ, რომელსაც მთავრობა კრიზისში შეჰყავს. გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია