პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ბექა ოდიშარია – ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სად შემვარდნი და გამომავრდნია

სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია. სად შემვარდნი და გამომავრდნია, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. ბექა ოდიშარია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან. როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ხაბეიშვილი ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული არ დარჩენილა. „ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის. „მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ …

ნახვა »

კასიანოვი აცხადებს, რომ რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. …

ნახვა »

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა. „არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის …

ნახვა »

თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებენ

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ხათუნა სამნიძე ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა თუ ნატო-სთან აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოს დღემდე არ აქვს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტები – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. კელი დეგნანმა პარლამენტი კომენტარის გარეშე დატოვა. ასევე, შეხვედრა მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის. რა საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში ჯერ არ კონკრეტდება.

ნახვა »

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მოუწოდეს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება. „დღეს ყველანი ერთად ვდგავარ და გვაერთიანებს ერთი რამ, ძლიერი საქართველოს …

ნახვა »

ზურაბიშვილი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენას არ მიესალმება. სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება. ზურაბიშვილის თქმით, “იმ დროს, როცა ყველა პარტნიორი ქვეყანა, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს …

ნახვა »

Forbes: პუტინის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა სააკაშვილი უნდა გადაარჩინოს

“პუტინის კიდევ ერთი გამარჯვების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა სააკაშვილი ახლავე უნდა გადაარჩინოს”- ამ სათაურით Forbes მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია მის როლზე საქართველოს განვითარებაში, ბიძინა ივანიშვილზე, პუტინსა და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების აუცილებლობაზე. “პოსტსაბჭოთა ეპოქაში თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე, თავის ქვეყანაში, როგორც პოლიტპატიმარი ისე კვდება, განზრახ მოწამლული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო …

ნახვა »

კობახიძე – რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, თუ ფრენები აღდგება, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია