პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში – ღმერთო, დაიფარე მეფე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს. „ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი …

ნახვა »

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებასაც იღებს, მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მორგებული. „ის, თუ …

ნახვა »

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო

ჩემს „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცეებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მასშტაბური აქციების დროს იყო პრობლემები და ამის მიზეზი იყო, რომ ორგანიზატორები რაღაცებზე ვერ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ძალა ერთობაშია, ძალა პარტნიორობაშია, მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს

მწამს, რომ პარტნიორობისა და ერთობის ძალას ვერაფერი შეარყევს. საქართველო მომავალშიც ღირსეულ და საიმედო პარტნიორობას გასწევს ჩვენს რეგიონში, შავ ზღვასა და მსოფლიოში მშვიდობის გაძლიერების სფეროში, რამეთუ მშვიდობა და თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ღირსეული პარტნიორები გყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე …

ნახვა »

საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე …

ნახვა »

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შელაპარაკება “აშშ-ის საელჩოს აგენტურის“ თაობაზე ე.წ. ოთხეულის ახალმა წერილმა გამოიწვია. სამნიძემ ყაველაშვილს მიმართა განემარტა, თუ რა აგენტურაზე საუბრობდნენ და ამ აგენტურის შესახებ რატომ იცოდნენ მათ და არა სუს-მა. ვითარების განმუხტვის მიზნით მათთან მანდატური მივიდა.

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებენ მოქმედს. „რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ …

ნახვა »

USAID – გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო

USAID-ის პარტნიორის მიერ შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის კიდევ ერთი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მუშაობა. გასული ათწლეულის განმავლობაში გაირკვა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა დაატყვევა სახელმწიფო, მათმა კვლევამ შეისწავლა კორუმპირებული ჩინოვნიკების დაუსჯელობა, საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესები რუსეთში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ …

ნახვა »

მოძრაობა „ხალხის ძალა“ – შემაშფოთებელია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს

მიამიტები ვერ ვიქნებოდით და ვერ გვექნებოდა ილუზია, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი …

ნახვა »

არახამია: ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენ ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, დაგეხმარებით

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს ავრცელებს და უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება. არახამიას თქმით, “სანქციების ამ პაკეტში, ჯერჯერობით, მისი [ივანიშვილის] პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან”. არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი სააგენტოა. “ამ ვიდეოს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია