პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

რუსი ულტრანაციონალისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ „როსპარტიზანმა“ ტელეგრამარხზე დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია. ორგანიზაცია მიზნად პუტინის განადგურებას ისახავს.

ნახვა »

აშშ მოსკოვს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობიდან ორი წლისთავზე, შეერთებული შტატები მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტის მოსაწამლად და მოვუწოდებთ კრემლს სრულად გამოაცხადოს და გააუქმოს მისი ქიმიური იარაღის პროგრამა. ჩვენ ასევე ვუერთდებით ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში, რომ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი …

ნახვა »

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო …

ნახვა »

გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა – ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით აქვს წარდგენილი. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 …

ნახვა »

მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე: წერილების ნაცვლად, თუ რამე გააჩნია, დადოს, რატომ მოკლეს ჩემი შვილი

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შვილის ლიკვიდაციის შემდეგ, მასთან ხშირად დადიოდნენ გომელაურთან, გოგაშვილთან და სუს-თან კავშირში მყოფი პირები. “ნებისმიერი მათი შემოგზავნილი იმ წუთასვე ვიცოდი, ვინ რა სახით იყო მოსული, ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რომ იქ მიეტანათ, გომელაურთანაც და გოგაშვილთანაც. ესენი არიან ქუჩიდან მოკრეფილი …

ნახვა »

გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და გომელაურს მიმართავს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. წერილში გოგაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე წერს. გოგაშვილის წერილი:  “ვახო, ერთხელ მაინც იქნებ გეყოს კაცური გამბედაობა და შენს ნამოქმედარზე აიღო პასუხიმგებლობა. შენ აღარ ხარ “ლიჩნიკი”, შენ ხარ შს მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი და მმართველი ბანდის …

ნახვა »

სექსუალური ძალადობის ბრალდებით მთავარი არხის წამყვანი დააკავეს

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის საფუძველზეა დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ძალადობის, გაუპატიურებისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე …

ნახვა »

ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება გუშინ წარუდგინა. 17 წლის ბრალდებული დედის …

ნახვა »

სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საია-ს იურისტის, ნიკა მაღედანის თქმით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ცესკოს იურისტი კახა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, 14 …

ნახვა »

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ ლილოს დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. 17 წლის ბრალდებული დედის მკვლელობას აღიარებს და მოტივად მშობლის პირად ცხოვრებას ასახელებს. მისგან განსხვავებით, დუმილის უფლებით სარგებლობს მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია