პოლიტიკა

სოსო ფხაკაძე – ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვნახოთ, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს რუსეთი

კომპანია “ვისოლის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, როგორც კი საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასის კლება დაიწყება, ეს ავტომატურ რეჟიმში საქართველოს ბაზარზეც აისახება. თუმცა, როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე როგორც მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლება, არ იცის.

„ჩვენ ყოველთვის მივყვებით საერთაშორისო ფასს, გაიაფდება საწვავი? – ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, იმასთან შედარებით, რა ფასიც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პლატცები, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კომპანიებზე, ასევე მოსახლეობაზე. ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და აქ საუბარია მილიონებზე. ომის დასრულებამდე რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვირა ნარჩუნდება დაბალი ფასები საერთაშორისო ბაზარზე, ამას აუცილებლად აქვს ადეკვატური ასახვა ჩვენ ქსელში”,- განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან, ფხაკაძე ამბობს, რომ მისი კომპანია მუდმივად ეძებს საწვავის ისეთ წყაროს, რომელიც უფრო იაფი იქნება, თუმცა, არ აკონკრეტებს შემოიტანს თუ არა “ვისოლი” საწვავს რუსეთიდან.

“ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, ამავდროულად, ამერიკამ გამოუშვა თავისი რეზერვები იმისთვის, რომ ფასები შემცირებულიყო და ბაზარზე სტაბილიზაცია მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ისევ 120 დოლარს დაუბრუნდა ბარელის ფასი. ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ელოდა ფასების შემცირებას და ჩვენც ველოდით ამას, მაინც ყველაფერი ცუდი მხარისკენ შემოტრიალდა. ჩვენ ვცდილობთ დღემდე რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი”,- განაცხადა ფხაკაძემ.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია