პოლიტიკა

Blog Layout

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი

არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება. „საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, …

ნახვა »

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალებმა ბახმუტთან რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს. ტელეგრამარხში ერმაკი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს აფეთქება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მფრინავის კატაპულტირების მცდელობა. რუსული ბომბდამშენის, „სუ-24“-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის სახმელეთო ძალების 93-ე მექანიზირებული ბრიგადის წარმომადგენელიც. რუსულ მხარეს „სუ-24“-ის დაკარგვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ნახვა »

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის ბრალდებულმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ მის ხელთ არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განსაკუთრებით დიდი …

ნახვა »

საქსტატი – თებერვალში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 256,4 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 256.9 ლარი იყო, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 0.5 ლარით შემცირდა და, ჯამში, 256.4 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში 0.4 თეთრით არის …

ნახვა »

ანა ფოტიგა – მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას, იმედია, საქართველოს მთავრობა მიხვდება ამას

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ მიესალმება მათ, ვინც აპროტესტებდა უცხოელი აგენტის შესახებ კანონს. ამასთან, მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის მძევლის, ციხეში დატოვება ნიშნავს საქართველოს მომავლის გაუარესებას“. „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხვდება. …

ნახვა »

ვიოლა ფონ კრამონი – ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს, რასაც, მისი თქმით, ქართველი ხალხი არ ეთანხმება. როგორც ვიოლა ფონ …

ნახვა »

თბილისის მერია გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს

დედაქალაქის მერია საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. „საბურთალოს …

ნახვა »

ბიზნესსექტორს ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ან რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცემა

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძველ თბილისთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. „თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, …

ნახვა »

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია