პოლიტიკა

Blog Layout

შალვა პაპუაშვილი – შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს, –  უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე თუ ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნისთვის რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, …

ნახვა »

კახა კალაძე – არჩევნებზე 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ, აუცილებლად შესრულდება. ისევე, როგორც  2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. „რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. …

ნახვა »

ბადრი ჯაფარიძე – “ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა

“ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდება და ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა. “ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული …

ნახვა »

ლონდონში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ 126 ადამიანი დააკავა

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის გავრცელებული ინფრომაციით, ლონდონში პალესტინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე 126 ადამიანი დააკავეს. პალესტინის სოლიდარობის კამპანიის მიერ ორგანიზებული მარშში 300 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.  მონაწილეთა დაახლოებით 150 – კაციანმა ჯგუფმა ფეიერვერკების გაშვება დაიწყო და ზოგიერთი მათგანი პოლიციელებს სახეში მოხვდა. ამის შემდეგ დაიწყო დაკავებების სერია, რასაც მოჰყვა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის …

ნახვა »

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Pegasus-ი იწყებსა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 22 დეკემბრიდან ავიაკომპანია Pegasus-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში 3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, …

ნახვა »

ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის არმიამ ღაზის ყველაზე დიდი, ალ-შიფას საავადმყოფო თეთრი ფოსფორით დაბომბა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის, მაი ალ-კაილამის თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება. „ბიბისი“ იუწყება, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებას ჭურვი მოხვდა …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართა.  მისი თქმით, ახლა მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ. „ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. …

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში

ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის, არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე …

ნახვა »

საქართველოდან იტალიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია