პოლიტიკა

Blog Layout

პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა. სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მას პირადად გადასცა. პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და …

ნახვა »

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ და პროკურატურას განცხადებით მიმართავენ. როგორც “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ „ინტერპერსნიუს“ განუცხადა, მათი მოთხოვნაა პროკურატურამ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნოს. მისივე განმარტებით, თუ პროკურატურა უმოკლეს დროში შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს კანონის შესაბამის …

ნახვა »

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა

24 კადიროველი უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა – აღნიშნულის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ინფორმაცია “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა. მისივე თქმით, კადიროველები დაქირავებული ჩეჩენი მებრძოლები არიან, რომლებსაც უთხრეს, რომ საპატრულო სამუშაოებზე აგზავნიდნენ და სინამდვილეში ომში აღმოჩდნენ. “ეს იყო ტყვეთა გაცვლის ფონდის კარგი შევსება და ღირებული სადაზვერვო ინფორმაციის წყარო იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებენ …

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით, პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი …

ნახვა »

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი და საარჩევნო ცვლილებები. შეხვედრას ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები ესწრებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ამასთან დაკავშირებით  კომიტეტი …

ნახვა »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 13:11 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიდიდემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. სწისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებაა.

ნახვა »

2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა

კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა. ღონისძიება დიასპორის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საგანგებო დავალებათა ელჩმა და კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის …

ნახვა »

ლელო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს

„ლელო“ უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ …

ნახვა »

იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე – არასოდეს, ჩემს გარეშე ფეხბურთი მოკვდება

ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არასოდეს დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. ამის შესახებ 40 წლის ზლატანმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებთან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. – როდის დაასრულებ კარიერას? – იკითხა გულშემატკივარმა. – არასოდეს. ჩემს გარეშე ფეხბურთი მოკვდება, – უპასუხა „მილანის“ ფორვარდმა.

ნახვა »

გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია