პოლიტიკა

Blog Layout

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება. „გაწვევისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შესაბამისი კანონპროექტის No9281 ბარათში აღნიშნულია, რომ 2 აპრილს კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით დაუბრუნდა უმაღლეს რადას“, – აღნიშნულია რადას განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ რადამ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი და ამის …

ნახვა »

„გირჩის“ ინიციატივას საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 2 აპრილის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. “გირჩის” პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს – დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით …

ნახვა »

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა

პორტალმა transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, რომლის, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი 35 მილიონი ევრო გახდა (წინა ფასი 30 მილიონი ევრო იყო). გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება და ახლა ცხრა მილიონ ევროს შეადგენს (წინა მაჩვენებელი რვა მილიონი ევრო). საქართველოს ნაკრების …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ

შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა, – ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს. მისი თქმით, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. „დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით …

ნახვა »

უეფას პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში მიიწვია

უეფას პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. …

ნახვა »

რუსეთში აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის

რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „ქალაქ კრასნოგორსკში 22 მარტს განხორციელებული სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, არ არის ბოლო დროს მომხდარი პირველი ტერორისტული აქტი ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 ათასზე ნაკლებია

ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რომლებიც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი 2012 წელს, როდესაც ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებული ბიზნესის რეკეტით. დღევანდელი მაჩვენებელი ჩამოცდენილია 600 ათასს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, განახევრდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი …

ნახვა »

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები ჰყავდა აყვანილი

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ კაფეში მძევლები ჰყავდა აყვანილი. მანამდე მან კაფიდან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. ყველა მათგანი დაწესებულების თანამშრომელი იყო. ქალაქის მერი ადასტურებს, რომ მძევლებთან დაკავშირებული ვითარება მოგვარებულია. ადგილობრივ მედიაში მამაკაცის დაკავების ვიდეოკადრებიც გავრცელდა. შემთხვევა ქალაქ ედეს ცენტრში გამთენიისას მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცს, ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, …

ნახვა »

ბექა ოდიშარია – აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა

სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია მავნებლური ოპოზიციის ნარატივში, პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია და ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს უპასუხა. მისივე თქმით, პრობლემა არა საარჩევნო უბნების რაოდენობაში, არამედ იმაშია, რომ ემიგრანტების ერთ ნაწილს გაუთვითცნობიერებელი შიში აქვს …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია