პოლიტიკა

Classic Layout

ხვიჩა კვარაცხელია – ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაპოლისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს. „მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. …

ნახვა »

სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია. აღნიშნულის შესახებ რიაბკოვმა განაცხადა დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარეშე: რა არის შემდეგ?“ „როიტერის“ ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო მოსკოვი ვაშინგტონთან, ფაქტობრივად, ღია კონფლიქტის პირობებში იმყოფება და რუსეთის მიმართ …

ნახვა »

მსოფლიო ბანკი – უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შეფასების თანახმად, რუსეთის …

ნახვა »

ლევან ხაბეიშვილი – 9 აპრილს, რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის

9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვება მხოლოდ ხალხის ხელშია. „არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, …

ნახვა »

კახა კალაძე – ჩვენ მივესალმებით რუსეთთან თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიესალმება, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ …

ნახვა »

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი – ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ და არ იყო გათვალისწინებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები

დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ. არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები, – ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულების ბრალეულობა დადასტურდება. „დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართება აღნიშნულ საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. ჩვენ შესავალ …

ნახვა »

ლაშა ხუციშვილი: მოსალოდნელია, რომ შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ ორნიშნა იყო და 10.1 პროცენტი შეადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად …

ნახვა »

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს, – სმის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს …

ნახვა »

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით ერთხმად მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის თანახმად, ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ჯარიმები იზრდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით …

ნახვა »

„ვივამედი“: იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურის სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენ მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია