პოლიტიკა

TimeLine Layout

მარტი, 2024

  • 29 მარტი

    ბექა ოდიშარია – აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა

    სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია მავნებლური ოპოზიციის ნარატივში, პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია და ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს უპასუხა. მისივე თქმით, პრობლემა არა საარჩევნო უბნების რაოდენობაში, არამედ იმაშია, რომ ემიგრანტების ერთ ნაწილს გაუთვითცნობიერებელი შიში აქვს …

    ნახვა »
  • 28 მარტი

    „ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

    საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; ​Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო. ღონისძიების ორგანიზატორის, „ბლექ სი არენის“ ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე ეტაპობრივად დაიწყება. „Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია. …

    ნახვა »
  • 27 მარტი

    კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

    გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა. „საოცარი …

    ნახვა »
  • 27 მარტი

    ისტორიული მოვლენა – საქართველოს ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებს!

    პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. დაძაბული მატჩის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, ასევე უგოლო აღმოჩნდა დამატებითი ტაიმებიც. 11-მეტრიანების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. პენალტები ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა …

    ნახვა »
  • 26 მარტი

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში 8 ტერაქტის აღკვეთა მოხდა

    საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს,რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია. ჟერალდ დარმანენის თქმით, ბოლო პერიოდში საფრანგეთში რვა ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა, რომლის უკანაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანალოგიური საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ევროპა. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტი …

    ნახვა »
  • 25 მარტი

    გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

    გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. „ბიბისი“ ინფორმაციით, აშშ-მა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან და რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრმა. დოკუმენტში ჩაწერილია მოწოდება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდეს მუსლიმების წმინდა …

    ნახვა »
  • 25 მარტი

    ირაკლი კობახიძე – საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას

    საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობიან თანაცხოვრებას. იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში სათანადო შეთანხმებით დაგვირგვინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველო მზად არის, თავისი დადებითი …

    ნახვა »
  • 25 მარტი

    ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

    ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შესაძლოა, შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციიღ, ისრაელელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებში და რამდენიმეთვიანი დისკუსიების შემდეგ შესაძლოა, შეთანხმება შედგეს. „ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმების შანსები 50/50-ზეა“, – განუცხადა timesofisrael-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა. როგორც გამოცემა იუწყება, „ისრაელმა შეარბილა თავისი პოზიცია მოლაპარაკებების …

    ნახვა »
  • 24 მარტი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვთან მომხდარი ტერორისტული აქტი

    ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვთან მომხდარი ტერორისტული აქტი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი …

    ნახვა »
  • 23 მარტი

    მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

    მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. საგამოძიებო კომიტეტის  ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე, ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითისამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები. ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი მას „ტელეგრამის“ საშუალებით …

    ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია