პოლიტიკა

ცნობილია ვინ შეასრულებს პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებს „გვირგვინში“

სერიალ „გვირგვინს“ შემქმნელებმა მეექვსე სეზონში პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის როლებისთვის მსახიობების შეარჩიეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის როლს რუფუს კამპა და ედვარდ მაკვეი შეასრულებენ. კამპა თინეიჯერი პრინცის როლს მოირგებს, მაკვეი კი ზრდასრულის. კენსინგტონის ჰერცოგნნიას კი მეგ ბელამი განასახიერებს.

პრინცი უილიამი/რუფუს კამპა

პრინცი უილიამი/ედვარდ მაკვეი

კეიტ მიდლტონი/მეგ ბელამი

სამივე მსახიობისთვის „გვირგვინი“ ტელედებიუტი იქნება. მაკვეი და კამპა თეატრის მსახიობები არიან, ბელამი კი აქამდე მხოლოდ სამოყვარულო სურათებსა და დადგმებში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე „გვირგვინის“ მეექვსე სეზონის პრემიერის თარიღი უცნობია, შოუს მეხუთე სეზონს კი მაყურებელ ნოემბერში იხილავს. მასში დედოფალ ელისაბედის როლს იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინცესა დიანას ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს, პრინცს ჩარლზს კი დომინიკ ვესტი.

„გვირგვინი“ Netflix-ის ისტორიული დრამაა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს პრემიერა 2016 წელს შედგა. სერიალს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ემი“ და „ბაფტა“ აქვს მოპოვებული.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია