პოლიტიკა

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი „უიმბლდონზე“ საქართველოს სახელით იასპარეზებს

29 წლის ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე „უიმბლდონის“ წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ითამაშებს.

ერთი თვის წინ ნათელა ძალამიძე „როლან გაროსზე“ რუსეთის სახელით ასპარეზობდა, სადაც ის კამილა რახიმოვასთან ერთად დუეტში გამოსვლისას პირველ წრეში დამარცხდა.

ცნობისთვის, ნათელა ძალამიძე მოსკოვში არის დაბადებული. ამ დროისთვის ქართული წარმოშობის სპორტსმენი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის გამო „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებაში რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა აეკრძალათ.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...