პოლიტიკა

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უკრაინაში ომს აკრიტიკებდა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

რუსული ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. დასავლური მედია წერს, რომ „ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

მარტში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ხელისუფლებას “შეიარაღებული კონფლიქტის უმოკლეს დროში შეწყვეტისკენ” მოუწოდა და ყველა მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ცეცხლის შეწყვეტას და პრობლემების მოგვარებას სერიოზული მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით“, – ნათქვამია კომპანიის მაშინდელ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...