პოლიტიკა

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“

კუნძულ ზმეინიზე ხელახლა აღმართულ დროშაზე რუსული გემისთვის ახალი გზავნილია დატანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსამსახური სერგეი ბრატჩუკი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

მან სოციალურ ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი მაკსიმ მარჩენკო უკრაინის დროშაზე წარწერას აკეთებს.

„გახსოვდეს რუსულო სამხედრო გემო, კუნძული ზმეინი – უკრაინაა“- წერია დროშაზე.

ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული კუნძული ზმეინი რუსმა სამხედროებმა დღეს კვალვ დაბომბეს.

დაბომბვის შემდეგ უკრაინის დამცველებმა კუნძულზე დროშა ხელახლა აღმართეს.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში 8 ტერაქტის აღკვეთა მოხდა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს,რომ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია. ჟერალდ დარმანენის თქმით, ბოლო პერიოდში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია