პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა ხარკოვში უნივერსიტეტის შენობა დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვში, უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„გამოძიებამ შეისწავლა, რომ 6 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, აგრესიული ძალების სამხედროებმა ხარკოვში, კიივსკის რაიონი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, ადგილობრივ უმაღლესი განათლების დაწესებულებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მოკლულია 40 წლის დაცვის თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევისა და განზრახ მკვლელობისთვის დაწყებულია (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შემთხვევის ადგილი პოლიციის ოფიცრებმა და პროკურორებმა ერთობლივი ძალებით დაათვალიერეს

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია