პოლიტიკა

უკრაინის დაზვერვა – ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში “აზოვსტალის” დატყვევებული დამცველების წინააღმდეგ საჩვენებელი „სამსჯავროს“ გამართვას გეგმავენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

მათივე ცნობით, ოკუპანტები სასწრაფოდ არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის შენობას. სცენაზე რუსები ამაგრებენ რკინის გალიებს, რომლებშიც დამცველებს მოათავსებენ.

„ამ ქმედებისთვის ერთგვარი „ლეგიტიმურობის“ სახის მისანიჭებლად, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურად მომზადებულ „მოწმეებს“ და მოჰყავთ რაშისტული „მედიის“ წარმომადგენლები“, – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

მათივე შეგასებით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებმა, შესაძლოა, ობიექტზე მიზანმიმართული სარაკეტო შეტევა განახორციელონ. ასეთ შემთხვევაში, დამპყრობლები ტრადიციულად შეეცდებიან ეს ქმედება უკრაინას გადააბრალონ.

ცნობისათვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოს აღინიშნება.

ასევე ნახეთ

დიდი შვიდეული – „ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას მისი უსაფრთოებისადმი

დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმა და ამის შესახებ საერთო განცხადებაც გაავრცელეს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია