პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ ირანთან ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ხანგრძლივი მშვიდობისთვის ჩვენ ირანთან ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ირანი ნაწილობრივ დათანხმდა პირობებს და ისინი, როგორც ამას მე ვუწოდებ, ბირთვულ მტვერს არ შექმნიან. ირანში ბირთვულ მტვერს ჩვენც არ შევქმნით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადება ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა უარყო და აშშ-ის პრეზიდენტს გულუბრყვილო უწოდა.

„გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია დაგვემუქროს და ჩვენ მის მოთხოვნებს დავთანხმდებით. ჩვენს ღირსებას არასდროს დავთმობთ და ეს ყველა ირანელის სისხლშია“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...