პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალები – მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.

IDF იუწყება, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელის პოლიცია მოქალაქეებს ირანული რაკეტების ჩამოვარდნის ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა“, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები.

აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანული რაკეტების გასანადგურებლად მუშაობენ

ცნობისთვის, აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა.

ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვანაირი ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...