პოლიტიკა

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

კინოაკადემიის დაჯილდოება, ტრადიციულად, დოლბის თეატრში ჩატარდა. საღამოს წამყვანის ამპლუაში წელს ლეგენდარული კონან ო’ბრაიენი მოგვევლინა.

გამარჯვებულები სულ 24 ძირითად კატეგორიაში გამოვლინდნენ. აკადემიამ პირველად დაამატა ახალი კატეგორია — საუკეთესო ქასთინგი.

გთავაზობთ გამარჯვებულების სიას:

საუკეთესო ფილმი

  • One Battle After Another — გამარჯვებული
  • Marty Supreme
  • Hamnet
  • Sinners
  • Sentimental Value
  • The Secret Agent
  • Train Dreams
  • Bugonia
  • F1
  • Frankenstein

დაჯილდოების გამოკვეთილი ლიდერი პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა. ფილმმა 13 ნომინაციიდან 6 ოსკარი მიიღო, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, რეჟისორი და ადაპტირებული სცენარი. წარსულში 11 ნომინაციის შემდეგ ეს იყო ანდერსონის კარიერაში პირველი ოსკარი.

საუკეთესო რეჟისორი

  • პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another — გამარჯვებული
  • რაიან კუგლერი, Sinners
  • ჯოშ საფდი, Marty Supreme
  • იოაკიმ ტრიერი, Sentimental Value
  • ქლოი ჟაო, Hamnet

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

  • მაიკლ ბ. ჯორდანი, Sinners — გამარჯვებული
  • ვაგნერ მოურა, The Secret Agent
  • ლეონარდო დიკაპრიო, One Battle After Another
  • ტიმოთი შალამე, Marty Supreme
  • ითან ჰოუკი, Blue Moon

პირველი ნომინაცია და პირველი ოსკარი ხვდა წილად მაიკლ ბ. ჯორდანს ფილმისთვის „ცოდვილნი“. საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში მის მთავარ კონკურენტად ტიმოთი შალამე მიიჩნეოდა.

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

  • ჯესი ბაკლი, Hamnet — გამარჯვებული
  • რენატე რეინსვე, Sentimental Value
  • ემა სტოუნი, Bugonia
  • როუზ ბირნი, If I Had Legs I’d Kick You
  • ქეით ჰადსონი, Song Sung Blue

ჯესი ბაქლი წლევანდელი დაჯილდოებების სეზონის უპირობო ლიდერი იყო. მან „ჰამნეტში“ შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის, BAFTA-ს, Critics Choice-ისა და მსახიობთა გილდიის შემდეგ კარიერაში პირველი ოსკარიც მოიპოვა.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...