ვატიკანში საშობაოდ 29 მეტრი სიგრძის 200 წლის ნაძვის ხის მოჭრას აპირებდნენ, თუმცა აქტივისტებმა პეტიცია შექმნეს, რათა ხე გადაერჩინათ. ცნობილია, რომ პაპი ფრანცისკე გარემოს დაცვის მხარდამჭერია და მას წერილი მისწერეს ხის შენარჩუნების თხოვნით. პეტიციას უკვე 40 ათასი ხელმომწერი ჰყავს. ნაძვი ლედროს ხეობაში, ჩრდილოეთ იტალიაში იზრდება. ადგილობრივები მერს ადანაშაულებენ, რომ ვატიკანში კიდევ 39 ხის გაგზავნა იგეგმება. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ნაძვის ხის განთავსების ტრადიცია 1982 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ვატიკანი ყოველწლიურად იღებს ხეს იტალიის რეგიონებიდან ან ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
ასევე ნახეთ
ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …