პოლიტიკა

ვიტალი კლიჩკო – კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი

  როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო  აცხადებს, დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

„კამიკაძე დრონების შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში შევჩენკოს რაიონში. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, – აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო.

 ცნობისთვის, დილით კიევზე კამიკაძე დრონებით შეტევა განხორციელდა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იყო.

ასევე ნახეთ

აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება შედგა

აშშ-სა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა­ და აშშ-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია