პოლიტიკა

ზელენსკი – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ოკუპირებულია 2 621

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების ქმედებების შედეგად, მტერმა არსებითი ლოგისტიკური დანაკარგი განიცადა და რუსულ არმიას სულ უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება.

ამავე დროს, უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმში ჰყავს და უკრაინის შესახებ სიცრუეს ავრცელებს. ამიტომ ზელენსკიმ მოუწოდა მოქალაქეებს, მიაწოდონ რეალური ინფორმაცია და სიმართლე ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...