„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ცოტა ხანში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის პარალელურად კი ოფისთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და დროშები აქვთ მიტანილი. მათ შორის, ბანერები წარწერებით: „ქოცობა = ქვეყნის ღალატს“; „სისხლიანი 14 წელი“.
პარალელურად, „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. თავდაპირველად, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, შემდეგ კი სხდომას უმრავლესობის წევრები გამართავენ.







