პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეზე – მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის – უშეცდომო არავინ არის, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული

მამუკა მდინარაძეს, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის- ეს კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა  ირაკლი კობახიზემ  მედიასთან საუბრისას განაცხადა, რითაც მამუკა მდინარაძეს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის“,- აღნიშნა კობახიზემ

ასევე, კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება საქართველოს ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე არაერთგზის გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს ექსკლუზიურად საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.

უფლებაც კი არ მაქვს კომენტარი გავაკეთო, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს  საკითხებზე ექსკლუზიურად გადაწყვეტილებას იღებენ საგამოძიებო ორგანოები“.- განაცხადა პრემიერმა

ასევე ნახეთ

ამ წუთებში, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოქალაქეები აქციას მართავენ

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, ცოტა ხანში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის პარალელურად კი ოფისთან მოქალაქეები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...