პოლიტიკა

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს

ევროპოლში აცხადებენ, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის თაობაზე მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „შპიგელზე“ დაყრდნობით იუწყება, რომელიც ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ ჰენ ოორტის კომენტარს ავრცელებს. მისი თქმით, შავ ბაზარზე დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები.

ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მძიმე სამხედრო შეიარაღებით ვაჭრობის ნიშნები. თუმცა, ევროპოლის წარმომადგენელი არ აზუსტებს, რა ტიპის იარაღზეა საუბარი.

„არსებობს რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა ან ტერორისტების ხელში მოხვდება“, – აცხადებს ევროპოლის წარმომადგენელი.

მისი თქმით, შენიშნეს, რომ უკრაინიდან გადიოდნენ პირები ცეცხლსასროლი იარაღით. არსებობს შეშფოთება, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

ცოტა ხნის წინ, გერმანულმა არხმა SWR კონფიდენციალური წერილიდან ციტირებით განაცხადა, რომ გამომძიებლების მონაცემებით, „რეგიონში დანაშაულებრივი ქსელები აქტიურია და ახორციელებენ ან გეგმავენ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი ოდენობის კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის“.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია