პოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. სერჯიო მატარელას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პარლამენტის დათხოვის გადაწყვეტილება გარდაუვალია.

ამგვარად, იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 70 დღეში გაიმართება. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იტალიაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრეზიდენტს გადადგმის შესახებ განცხადებით მიმართა. ამის მიზეზი მისი მმართველი კოალიციის დაშლა იყო. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა, მიმდინარეობს.

მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირასაც დაწერა, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა – „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ასევე ნახეთ

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ახალგაზრდული მოძრაობების, „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის წევრები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია