პოლიტიკა

კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა – „ნაპოლი“ კვარაცხელიას მიესალმა

„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა –  სამუდამოდ „ნაპოლიში“ – ასე მიესალმა „ნაპოლი“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიურ კლუბს შეუერთდა.

თავად ხვიჩამ კი მცირე კომენტარი გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა:

„აი, როგორც იქნა აქ ვარ, გაუმარჯოს „ნაპოლის“, „ნაპოლი“ სამუდამოდ!“.

ხვიჩა კვარაცხელია პოირველი ქართელი ფეხბურეთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია „ა“-ში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია