პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების დღეს განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საკითხების განხილვა ხუთშაბათს იყო გადაწყვეტილი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დღეს დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს.

„დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა დათმობილი, თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ არ განვიხილოთ. ამიტომ, გთავაზობთ, დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და ხუთშაბათს გავაგრძელოთ. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ მოესწროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოტანილი აქვს განცხადება მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტზე. ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს აპირებდნენ მოსვლას და ამ არგუმენტს ვერ იტყვიან. დანარჩენი ვინც უნდა იყოს, აქ არიან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილზე

ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია