პოლიტიკა

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა.

„ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ვედრება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი აღვავლინეთ ჩვენ სავედრებელი და ვთხოვთ დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა იმ განსაცდელებისაგან, რომელიც აქვს და ეწვევა ხოლმე.

ჩვენ ვილოცეთ, მოვიხსენიეთ ჩვენი გარდაცვლილები, ის ადამიანები რომლებმაც თავისი ქვეყნის სამსახურისათვის მსხვერპლად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე“, – განაცხადა მეუფე ისაიამ.

პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მაღალ დონეზე უზრუნველვყოთ ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეების უფლებების დაცვა ადგილზე

ჩვენი მთავარი მიდგომა და პრიორიტეტი, ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ, რომ რაც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია