პოლიტიკა

ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები მოხდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ მედია ადგილობრივ ტელეგრამარხებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ინფორმაციით, შესაძლოა, დანგრეული იყოს ანტონოვსკის ხიდი.

როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს ანტონოვსკის ხიდი, რომლის მეშვეობითაც შეეძლოთ რუსებს უკუსვლა.

ამასთან, უკრაინული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია