პოლიტიკა

ყველა სიახლე

შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გავიდა

 უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა.   ცნობილია, რომ შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება, საკვებით დატვირთული გემების რაოდენობას, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა …

ნახვა »

ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

 მედიის ინფორმაციით, ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.  როგორც ცნობილია, არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეებიც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა და მოქალაქეებს ნაჯაფის საფლავთან მისვლა შეუზღუდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი …

ნახვა »

თეთრი სახლის ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს

 როგორც CNN-ი  ამერიკის დაზვერვასა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ  ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს.   ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა ცდილობს, ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს შეიარაღება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იგზავნება, სინამდვილეში კი, ის რუსეთისთვის არის განკუთვნილი.  აღსანიშნავი ფაქტია ისიც, …

ნახვა »

13-წლიანი ლოდინის შემდეგ ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება

 ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. როგორც Avatar: The Way of Water-ის ახალი ოფიციალური ტრეილერიდან ვიგებთ, მოვლენები ძირითადად ოკეანეში ვითარდება და ფილმის შემქმნელების მიხედვით, ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ახალი ტექნოლოგიაც კი შეიმუშავეს.   Avatar: The Way of Water სალის ოჯახის წევრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთმანეთის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. ფილმის ახალი ნაწილი იმ მოვლენებს აღწერს, რომლებიც …

ნახვა »

ჩინელი კაცი მოგებული $30 მილიონის მისაღებად კოსტიუმით მივიდა, რათა ოჯახს არ ეცნო

ლატარიის გამარჯვებული ჩინელი კაცი ცოლ-შვილისგან საიდუმლოდ ინახავს, რომ მან ახლახან 30 მილიონი დოლარი მიიღო. კაცი თანხის მისაღებად ანიმაციის პერსონაჟის კოსტიუმით მივიდა, რომელიც სახეს უფარავდა და სამახსოვრო ფოტოები სწორედ ასე გადაიღო. “ჩემს ცოლსა და შვილს მოგებული თანხის შესახებ იმიტომ არ ვუთხარი, რომ შესაძლოა, მომავალში გულმოდგინედ აღარ ემუშავათ”, — განაცხადა გამარჯვებულმა. მისივე …

ნახვა »

პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო

 პოლონეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლონეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი ატომური ელექტროსადგური პოლონეთში ამერიკული AP1000 რეაქტორების ტექნოლოგიის საფუძველზე იქნება აშენებული. “ამერიკული ტექნოლოგიის არჩევანი არა მხოლოდ გააძლიერებს პოლონეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ მნიშვნელოვანი იმპულსი გახდება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განაცხადა პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა …

ნახვა »

მარიუშ ბლაშჩაკი – კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს

  პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ინფორმაციით, კალინინგრადთან პოლონეთი მავთულის ღობეს ააშენებს.  მისივე თქმით, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.  საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კალინინგრადის საზღვარზე ღობის მშენებლობის მიზეზად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დაასახელა. 

ნახვა »

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2022 წლის 02 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ. კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების …

ნახვა »

კახა კალაძე – მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიის უპასუხისმგებლობა, სარეაბილიტაციო პროცესის დაგვიანებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ-პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც გახდა ტენდერში გამარჯვებული. დაახლოებით 210 დღე იყო …

ნახვა »

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა

 როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა. პოეტური კრებული აერთიანებს 140-მდე ლექსს, წიგნში კი შესულია პუბლიცისტური წერილები და საუბრები. „მე რასაც ვწერ ლექსში, პოეტიკის ენაზე, შემდეგ ვთარგმნი პუბლიცისტიკის ენაზე. სულისკვეთება და სივრცე ამ ორივე წიგნს დაახლოებით ერთი აქვს, მაგრამ …

ნახვა »

ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა

  როგორც მედია საშუალებები სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა,რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა. „ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება …

ნახვა »

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

 როგორც ცნობილია, ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებაც გზები გააკეტეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  როგორც პოლიციამ განაცხადა,  მათ 300-ზე მეტი საგზაო ბარიერი მოხსნეს, რომლებიც რიგ შტატებში იყო განთავსებული.  ცნობისთვის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდაჭერებმა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის არჩევნებში მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან დამარცხდა.

ნახვა »

შალვა ნათელაშვილი – ფანჩატური მზად არის, უკან მიიღოს ძენი და ასულნი შეცდენილნი

პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლა და მხოლოდ ქოცების დატოვება რამდენიმე სატელიტთან ერთად, მით უფრო იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა არ დარჩეს შიგნით, ნიშნავს, რომ რეჟიმი ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, გამოსავალი ახალი არჩევნებია, „თუმცა არჩევნებზე ვერ გავალთ ჩამომპალი საარჩევნო კანონმდებლობით“. „უნდა არსებობდეს გარკვეული …

ნახვა »

Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დიანა ანფიმიადის ლექსების კრებულია წარდგენილი

  Warwick Prize for Women in Translation-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წარდგენილია დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული — რატომ აღარ ვწერ ლექსებს  .  როგორც ცნობილია, უორვიკის პრემია ქალთა თარგმანში ყოველწლიურად ლიტერატურული ნამუშევრების ინგლისურენოვან თარჯიმნებს გადაეცემათ, ხოლო შერჩეული ტექსტი დიდი ბრიტანეთის ან ირლანდიის გამომცემლობის მიერ უნდა იყოს გამოქვეყნებული. პრემია 2017 წელს უორვიკის უნივერსიტეტმა დააწესა …

ნახვა »

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას მიაწვდის და ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება.  ”შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა (უზრუნველყოს) …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია