პოლიტიკა

ყველა სიახლე

საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 150 წლისაა. ზუსტად 1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისისკენ პირველი მატარებელი დაიძრა. მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად გამოცხადდა. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და წელსაც თანამშრომლებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებს. რკინიგზის 100-ზე მეტ თანამშრომელს 40-მდე ნომინაციაში სხვადასხვა სახის ჯილდო, მათ შორის სიგელები და პრემიები გადაეცემათ.

ნახვა »

პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.  …

ნახვა »

კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

ნახვა »

„ბარსელონა“ ლიონელ მესის ქანდაკებას აღმართავს

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბი აპირებს ქანდაკების დადგმას არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის საპატივცემულოდ. „ჩვენ „კამპ ნოუს“ ტერიტორიაზე ლეო მესის ქანდაკებას აღვმართავთ. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ლაპორტამ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონა“ განიხილავს მესის კლუბში დაბრუნებას. არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონაში“ 2005-21 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ყველა ტურნირზე 776 მატჩი …

ნახვა »

ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. „41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი …

ნახვა »

10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება

  როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ,ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით 10 ოქტომბრიდან ეროვნული ფესტივალის მეორე ტური იწყება. ჟიური ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით ახალციხეში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში ჩავა.   ცნობისთვის, ყველა ამ ქალაქში და ასევე თბილისში, დაგეგმილია მეორე ტურში გადასული …

ნახვა »

უკრაინული მედია- ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გათავისუფლებულია

 მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.  

ნახვა »

ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს

ოლენა ზელენსკა

   ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა.    მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …

ნახვა »

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალგაზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული პოლიციამ 2 ოქტომბერს ამ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა, პოლიცია ითხოვდა დაპატიმრებას, თუმცა 6 ოქტომბერს მოსამართლე მამუკა …

ნახვა »

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა – საქართველო ესპანეთის, ქეცბაიასა და ჰალანდის წინააღმდეგ

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საგამოფენო ცენტრ „ფესტჰალეში” გაიმართა. საქართველოს ეროვნული გუნდი A ჯგუფში მოხვდა: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ერთი წლის განმავლობაში, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის მარტამდე (პლეი ოფების ჩათვლით) ჩატარდება და ის 20 ეროვნული ნაკრები გაირკვევა, რომელიც …

ნახვა »

ჯოზეფ ბორელი-რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურიდან და სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს

  როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა,ევროკავშირი არ აღიარებს  დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას,სწორედ ამიტომ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია.როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები თუ ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს უკრაინას. …

ნახვა »

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ნახვა »

გადაცემა “აქტუალური თემა” – დეოლიგარქიზაციის კანონი და მხარეთა პოზიციები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება სჭირდება. საქართველოს პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა შესაბამისი კანონპროექტები უკვე მოამზადეს. წინა გადაცემაში უკვე მოგიყევით საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც 2024 წლიდან არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას გულისხმობს, დღეს კი გაგაცნობთ ევროპული დავალების მეხუთე პუნქტის შესასრულებლად მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება. 80 მილიონზე მეტი …

ნახვა »

ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ

ბათუმში დღეს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს იხსენებენ. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე ამ წუთებში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, 26 მაისის ქუჩაზე, მოწყობილია გლოვის კედელი, რომელზეც აღნიშნულია კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა სახელები და გვარები. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილთა ახლობლები, მაშველები და მოქალაქეები. …

ნახვა »

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს” მასპინძლობს

   8-9 ოქტომბერს,საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” ჩატარდება.როგორც ცნობილია,ღონისძიება მესამედ იმართება.ფესტივალი წარმოადგენს,ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურის კოლექციასა და საქართველოში არსებული პურის მწარმოებელი კომპანიების სადემონსტრაციო პროდუქციას.    ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  თეატრალიზებული სცენები,რომლებშიც ასახული იქნება პურის ცხობის ძველი ტრადიციები.დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა,დააგემოვნოს  სხვადასხვა სახეობის ქართული პური.   ღონისძიება 9 ოქტომბერს, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია