პოლიტიკა

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. „სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ …

ნახვა »

ბასილაშვილის ადვოკატი – ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია – ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზის ანგარიშებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა დოროყაშვილის განცხადებას, …

ნახვა »

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა – დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა

იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ …

ნახვა »

საქართველოდან გატანილი ნახატების კიდევ ერთი ნაწილი მუზეუმს დაუბრუნდა

90-იან წლებში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთვის დროებით გადაცემული ორი ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დღეს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კერძოდ, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს თანამშრომელი სალომე ბერიკაშვილი, რომელმაც საქართველოს …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული. მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნების ან პოლიტიკოსების სია, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ოთხ კონტინენტს მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე

ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას, ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება …

ნახვა »

თეთრი სახლი – აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია, – ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული ძალადობის დასასრულებლად. კიბრი მოუწოდებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება …

ნახვა »

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი …

ნახვა »

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს

რუსეთის თითქმის 7-თვიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინა გააქტიურებული კონტრშეტევის შედეგად, ტერიტორიებს იბრუნებს. სპეციალური ოპერაციის ძალების, „აზოვ ხარკოვის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. მათ კონტროლს ექვემდებარება ტერიტორია სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე. რუსი ოკუპანტების უკან დახევისა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ, ცნობები ვრცელდება დონბასიდანაც. ლუგანსკის ოლქის …

ნახვა »

ნინო დოლიძე – არჩევნების ელექტრონულად ჩატარების საკითხზე არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუმცა არჩევნების მიმართ ნდობას მხოლოდ ტექნოლოგიები არ განაპირობებს – ამ ეტაპისთვის პროცესი არ არის ინკლუზიური

არ ვართ ნეგატიურად განწყობილი, თუ დაცული იქნება ყველა საერთაშორისო სტანდარტი და საარჩევნო პრინციპი – ამ ეტაპისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი არ არის ინკლუზიური. შესაბამისად, მხოლოდ მას შემდეგ ექნება პროცესს ნდობა, რაც კონსენსუსი მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და მათ შორის, გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ …

ნახვა »

მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. „მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 15 სექტემბერს 12 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში. დაკრძალვა 15 სექტემბერს 15:00 საათზე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს

არჩევნებზე ელექტრონული სისტემის დანერგვას ჩვენ ვითხოვდით, თუმცა არა 70 პროცენტში, არამედ 100 პროცენტში. „ქართულ ოცნებას“ უნდა, მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები გაყალბებისთვის დაიტოვოს. ირაკლი კობახიძე ამ ინიციატივით რეალურად ამიტომ გამოვიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მიუღებელია. „ორ-სამ წელიწადში საარჩევნო …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე: ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა – თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის კიდევ ერთხელ დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს. „ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, …

ნახვა »

ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით წერს. სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა თქვა, რომ ბაქო ღამით სომხეთის პოზიციებს დაესხა თავს და რომ ბრძოლა გრძელდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური …

ნახვა »

ჟან-ლიუკ გოდარი გარდაიცვალა

ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, „ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ჟან-ლიუკ გოდარი 91 წლისა გარდაიცვალა.  

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია