პოლიტიკა

ყველა სიახლე

გიორგი ტერაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო პირველობის ვიცე-ჩემპიონია

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ორმა ქართველმა – გიორგი ტერაშვილმა და კოტე კაპანაძემ (ორივე 73 კგ-ში) ტურნირის ფინალურ ბლოკში იჭიდავეს. ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი ფინალში იაპონელ რიუგა ტანაკასთან დამატებით დროში შებოჭვით დამარცხდა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მეორე ქართველმა კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა პოლონელ ძიუდოისტთან დათმო და შეჯიბრი უმედლოდ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიო პირველობაზე …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ქვეყნის …

ნახვა »

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება – ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის შესახებაც ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ჯაფარიძის თქმით, “დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობასაც თანამოაზრეებთან ერთად სექტემბრიდან დაიწყებს, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ჯაფარიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, შეუერთდნენ მის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას. ზურაბ …

ნახვა »

ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ გოგაშვილს გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა

სოსო გოგაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილ მაღალჩინსანს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ორჯერ დაურეკა და დაემუქრა. დღეს გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა რამაზ ჩინჩალაძემ გოგაშვილსა და მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბრებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გომელაური გოგაშვილს მათთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდა. “28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან

შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. „14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი …

ნახვა »

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებო სხდომას გამართავს, რომელზეც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ასევე მოითხოვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის მონაწილეობაც, რომელმაც ამ საკითხზე მოხსენება უნდა მოამზადოს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე …

ნახვა »

დავით ნარმანია – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ

ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული – რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის როგორც აზერბაიჯანიდან, ისე თურქეთიდან შემოტანის შესაძლებლობა აქვს, ბუნებრივ გაზის 90%-ზე მეტი კი აზერბაიჯანიდან შემოდის და მხოლოდ ძალიან მცირე მოცულობის იმპორტი …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა, მათ შორის 13 წლის ბავშვი. დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე …

ნახვა »

რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში უნებართვოდ შევიდა

რუსული ვერტმფრენი “მი-8” ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. რუსულმა ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ესტონეთის თვალთახედვით, ეს ძალიან სერიოზული და სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი პროტესტის გამოხატვის მიზნით დაიბარეს. …

ნახვა »

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან …

ნახვა »

დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა. „პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება. დასავლეთს რუსებისთვის ვიზების გაცემის …

ნახვა »

ჩინეთში 35 ადამიანი ახალი ვირუსით დაინფიცირდა

ჩინელი მეცნიერები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 35 ადამიანის ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს სწავლობენ, – ამის შესახებ BBC წერს. ვირუსით, რომელსაც მედია Langya-ს ((LayV) სახელით მოიხსენიებს, ადამიანები შანდუნისა და ჰენანის პროვინციებში დაინფიცირდნენ. ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი ცხოველებისგან გადაედოთ. ამ დრომდე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზეც გადადის. „ბევრ ინფიცირებულს ჰქონდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ცხელება, …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – სააკაშვილის განცალკევება ქართული პოლიტიკიდან წარმოუდგენელია

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში. „მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდი ააფეთქეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან, მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდი სარაკეტო თავდასხმისას ააფეთქეს, რის შედეგადაც ნაგებობა იმდენად დაზიანდა, რომ სარგებლობა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „ჰაიმარსის“ სისტემის საშუალებით, მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდიც ააფეთქეს, რომელსაც რუსული ძალები რაიონის მომარაგებისთვის იყენებდა.

ნახვა »

რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება შექმნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა. მათივე ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს მე-3 არმიის კორპუსის დიდი ნაწილი ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან შეავსოს. „რუსმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ მე-3 არმიის კორპუსის პოტენციურ ახალწვეულებს უკრაინაში განლაგების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს სთავაზობენ. რუსული არმიის კორპუსი, როგორც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია