პოლიტიკა

ყველა სიახლე

შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, საქმე ორი მუხლით არის აღძრული – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. “ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია“, –განაცხადა მან. მან მიმდინარე …

ნახვა »

თემურ მღებრიშვილი – ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს, მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს, მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი. „სტიქიის ზონაში, დილიდან …

ნახვა »

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯუთას გზის რეაბილიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯუთას გზის რეაბილიტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. “როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. მიმდინარე წლის …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე – 18 ცხედარი არის ნაპოვნი და 18 ადამიანი არის დაკარგული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ცხედრების დაზიანებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, „არსებითად იგივე ვითარებაა, სურათი არის მძიმე. სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული. …

ნახვა »

კახა კალაძე – შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად, ღვარცოფით არის დაფარული

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა მოქალაქეს. „პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, …

ნახვა »

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ. სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, დღეს დილიდან სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალებიც ჩაერთნენ. სტიქიის ზონიდან, 210 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყანამ 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

ნახვა »

შოვში სტიქია 5 პროცესის თანხვედრამ განაპირობა – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შოვში სტიქია 5 პროცესის თანხვედრამ განაპირობა. მყინვარების – ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები და ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. …

ნახვა »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის …

ნახვა »

ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ზელენსკიმ განცხადება “ტვიტერზე” ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს …

ნახვა »

თემურ მღებრიშვილი – დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ. „იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ …

ნახვა »

თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო “სანსეტ შოვი” აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი – სასტუმრო “სანსეტ შოვი”

სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს. “მოგესალმებით,პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპულინდა დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა …

ნახვა »

კახა კალაძე – რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც, შეიძლება ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანში

ერთი რამ ცხადია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული რამდენიმეკაციანი აქცია – რეგვენი ყველგან არის, მათ შორის შეიძლება რუსებშიც,ქართველებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებში,-  განცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. ასე შეაფასა ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლა და იქ განვითარებული მოვლენები შეაფასა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის რაც ბათუმში მოხდა ფარისევლობა იყო. …

ნახვა »

მიხეილ დაუშვილი – “ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა

“ქართული ოცნების” და რუსეთის ოფიციალური პირების თუ სამთავრობო პროპაგანდისტების საუბრები და მესიჯები ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, “ქართული ოცნების” რიტორიკის შედეგად ქვეყანა დასავლეთს შორდება და მარტო რჩება რუსეთთან,”ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების ინტერესებიც თანხვედრაშია. “ქართული ოცნება” დაკავებულია ჩვენი მეგობრების …

ნახვა »

ძალოსნობაში გიორგი კირვალიძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გიორგი კირვალიძემ (109 კგ) ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. კირვალიძემ ატაცში 157/161/165 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 188 და 193  კილოგრამს ასწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კირვალიძემ ოქროს მედალი და …

ნახვა »

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 6%-ზე მაღალიც იყოს. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა. „ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია