პოლიტიკა

ყველა სიახლე

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავების შესახებ. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოააშკარავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. უზენაეს სასამართლომ დაადასტურა, …

ნახვა »

გუდამაყარში, ჯომარდობის დროს დაკარგული ერთ-ერთი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუშინ, 15 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდამაყარში, ჯომარდობის დროს მდინარემ ორი ტურისტი გაიტაცა. დაკარგულთაგან ერთ-ერთის ცხედარი გუშინ მალევე იქნა ნაპოვნი. როგორც ფასანაურში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, დავით მელიქიშვილმა განაცხადა, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა.

ნახვა »

ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ის ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას უჭერს მხარს. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამაც გააკეთა. მისი თქმით, ერთობლივმა დეკლარაციამ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება ევროატლანტიკური მიმართულებით კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.

ნახვა »

ავიაკომპანია აზიმუთმა რეგისტრაციისას საიტზე მითითებული ქვეყნების სიიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო

რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ვებ-გვერდზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას აპირებს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. სოციალური მედიაში ქართველმა მომხმარებლებმა გააპროტესტეს ეს ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსული კომპანია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაცია …

ნახვა »

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი 17 მაისიდან იწყებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა. ავიაკომპანიის მიერ …

ნახვა »

გიორგი ვაშაძე – ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ სხდომაზე გაასაჯაროებენ სრულიად ახალ ფაქტებს, ვინ იდგა იმიტირებული “ქოლ ცენტრების” უკან.  საზოგადოება დაინახავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, სახელებს და გვარებს, მათ შორის პარლამენტის წევრების, იმ ადამიანების, ვინც დგას “ქოლ ცენტრების” უკან, – განაცხადა ვაშაძემ. მან  მოუწოდა ოპოზიციას სრული მობილიზებისკენ “ქოლ ცენტრებთან” …

ნახვა »

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით თურქეთში მეორე ტური იქნება

ამ წუთისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა.  შესაბამისად ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი …

ნახვა »

ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo

დიდ ბრიტანეთში, ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen სიმღერით Tattoo. სიმღერამ ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება ევროვიზიაზე 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ბელგიას ერგო, რომელიც …

ნახვა »

ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის რუსული პარტია პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის – ლევან ხაბეიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენას ეხმაურება. „პუტინს ეს ფრენები სჭირდება სანქცირებული შავი ფულის – „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად. მოსკოვი – თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია… რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული …

ნახვა »

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ უკრაინული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ქალაქ კლინცისთან მოხდა. არსებობს ვერსია, რომ შვეულმფრენი რაკეტით ააფეთქეს. პილოტები დაიღუპნენ. რამდენიმე დღის წინ რუსული ვერტმფრენი ყირიმშიც ჩამოვარდა. შვეულმფრენის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდია ალბათობა, რომ ის ვერტმფრენიც უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

ნახვა »

სანდრო ბაზაძემ მადრიდის მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთში, მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და 15:6 დაამარცხა. სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერი გახლავთ. ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

ნახვა »

გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან

ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ მოვუწოდა ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განაცხადოს უარი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე და დაუყოვნებლივ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. როგორც განმარტა, ინფორმაცია სანქციების ახალ რაუნდთან დაკავშირებით რამდენიმე საგანგაშო გზავნილს შეიცავს საქართველოსთვის. გეგელიამ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, მკაცრად უზრუნველყონ სანქციების დაცულობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სანქცირებული რუსული პროდუქციის შესყიდვა და საქართველოს გეოპოლიტიკური …

ნახვა »

ნათია მეზვრიშვილი – არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სახელმწიფოს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს. „ვფიქრობ, ორივე მხარემ, ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, უნდა დაასრულონ ამ საკითხთან …

ნახვა »

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. ამას გარდა, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ …

ნახვა »

ბიონსეს მსოფლიო ტურნე Renaissance გრანდიოზულად დაიწყო

ბიონსეს მსოფლიო ტურნე, Renaissance გრანდიოზულად დაიწყო. პირველი კონცერტი სტოკჰოლმში გაიმართა. 41 წლის ბიონსემ სცენაზე საოცარი პერფორმანსი შესთავაზა აუდიტორიას და სხვადასხვა დიზაინერების შექმნილი სამოსი მოირგო. მუსიკალური ტურნეს ფარგლებში სულ 43 კონცერტია დაგეგმილი. ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს ჩაატარებს, ხოლო დანარჩენი შოუები აშშ-ში შედგება. „ფორბსის“ ცნობით, ბიონსე Renaissance-ით 2,2 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. ბიონსე 7 …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია