პოლიტიკა

ყველა სიახლე

რას ამბობს ახალი სახალხო დამცველი 7-8 მარტის აქციების დაშლაზე

ლევან იოსელიანმა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამია, რომ აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. “რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ …

ნახვა »

ოსკარი 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სრული სია

ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარი 2023-ის გამარჯვებულები დაასახელა. საუკეთესო ფილმად Everything Everywhere All at Once დასახელდა, რომელმაც 11 ნომინაციიდან 7 ოსკარი მოიპოვა. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ოსკარი ბრენდან ფრეიზერმა აიღო, ხოლო მიშელ იო საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს. ნახეთ ოსკარების რიგით 95-ე დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სია: საუკეთესო ფილმი All …

ნახვა »

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა

აშშ-ში „სილიკონ ველი ბანკი“ გაკოტრდა. ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა. აშშ-ის სიდიდით მე-16 ბანკი მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მეანაბრეებმა – ძირითადად ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა და სარისკო კაპიტალით მხარდაჭერილმა კომპანიებმა გასულ კვირაში ბანკიდან ფული საჩქაროდ გაიტანეს. ბანკის ბოლო მცდელობები ახალი თანხების მოპოვებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. …

ნახვა »

100 დღე UEFA U21 ჩემპიონატის დაწყებამდე

ივნისში საქართველოში და რუმინეთი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ. ტუნირამდე 100 დღით ადრე 13 მარტიდან, ჩემპიონატის მასპინძელ საქართველოს ქალაქებში უკუთვლა დაიწყო. სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდა. თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში – ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში. თბილისში უკუთვლის საათი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ …

ნახვა »

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა. იგი გუშინ ახალ ბულვარში დაშავდა. მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში ბატუტზე მყოფი ბავშვები გაიტაცა და დააზიანა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის …

ნახვა »

სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე გვაქვს, ბრძოლა გრძელდება! – ოპოზიციის ბრიფინგი

სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე გვაქვს, ბრძოლა გრძელდება! –  ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბოლომდე ბრძოლა დაანონსეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე არსებობს და ეს არის კონსოლიდაცია როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ოპოზიციის ლიდერები …

ნახვა »

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთის და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას, ვთქვით, რომ ვიცოდით მათ ძალიან ცუდ გეგმებზე

კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მათ შორისაა გირგვლიანის …

ნახვა »

სანდრო რაქვიაშვილი – ვანო მერაბიშვილის მიერ აქციების დაანონსება საპროტესტო მუხტს ჩაახშობს

არ გამოვრიცხავ, მართლა საინტერესო გაზაფხული გვქონდეს კიდევ წინ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი აქციებს აანონსებს, ასეთი ტიპის განცხადებები ჩაახშობს საპროტესტო მუხტს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ „ეს გაზაფხული და ზაფხული იქნება ძალიან საინტერესო საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის …

ნახვა »

ვანო მერაბიშვილი – ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა. „ჩვენ თავად ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, რომ დავიწყოთ …

ნახვა »

საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოდან რუსეთში ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაორმაგდა და 1 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ჩრდილო კავკასიის საბაჟო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათი ცნობით, 10 მარტის 06:00 საათის მონაცემებით რუსეთში საქართველოდან გასვლისას 1 788 მსუბუქი ავტომობილი დარეგისტრირდა, რუსეთიდან კი 824 ავტომობილი. ამასთან, ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე …

ნახვა »

ბრიტანული დაზვერვა: „ვაგნერის“ მებრძოლებს ბახმუტის რაიონში საგრძნობი წინსვლა აქვთ

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილის დიდი ნაწილი დაიკავეს, ახლა კი ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში, მდინარე ბახმუტკაზე გადის. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს ისევ აკონტროლებენ. „უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დასავლეთ …

ნახვა »

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ. მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 …

ნახვა »

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია