პოლიტიკა

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი – შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქრისტეს შობას მიულოცა მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ. „შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების მრევლს! საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ …

ნახვა »

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნახვა »

ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა – საუკეთესოები სეოკმა დააჯილდოვა

სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წლის სპორტული შედეგებით სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა, ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს მათე გველესიანს (ძიუდო). მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ აღნიშნული თამაშების ჩემპიონები – ზურაბ …

ნახვა »

მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს, – ძიუდოს ფედერაციამ ახალი პროექტი წარადგინა

დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ სასტუმრო „ბილტმორში“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი მილიონი ლარი პირად მწვრთნელებს, – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა და ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა წარადგინეს. აღნიშნული პროექტი ფედერაციის მიერ წლების წინ დაწყებული პროგრამების ერთობლიობაა და ჯამში სამ პროგრამას მოიცავს: საკლუბო სისტემა – 300 000 ლარი …

ნახვა »

Swiss Capital Introduces a New Financial Product- Digital Auto Loan

Swiss Capital, one of the leading companies in the microfinance sector, has introduced a new product – a digital auto loan. The novelty lies in the fact that the user receives the auto loan amount within 20 minutes from making an online request, without visiting the company’s branch. The processes …

ნახვა »

სვის კაპიტალმა ახალი ფინანსური პროდუქტი – ციფრული ავტო სესხი წარადგინა

სვის კაპიტალმა, მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, ახალი ფინანსური პროდუქტი – ციფრული ავტო სესხი წარადგინა. სიახლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი ონლაინ მოთხოვნის გაფორმებიდან 20 წუთში ავტო სესხის თანხას კომპანიის ფილიალში ვიზიტის გარეშე იღებს. ავტო სესხის მისაღებად საჭირო პროცესები, ავტომანქანის შეფასებისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით, სრულად დისტანციურად მიმდინარეობს. აღნიშნული …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა

მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხის მონდომების …

ნახვა »

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია …

ნახვა »

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე დაუშვეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე. თამაშებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ ნეიტრალურ სპორტსმენებს, რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს. ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე წერია, რომ ამ მომენტისთვის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება შეძლო 11 ასეთმა სპორტსმენმა (რვა რუსი და სამი ბელარუსი). ნეიტრალურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან ხელი …

ნახვა »

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო

ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო. კენჭისყრის დროს რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა თავი შეიკავა. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, რეზოლუცია არ გმობდა „ჰამასს“. „არცერთი ქვეყანა არ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე თავად განაცხადა. რუსული მედია წერს, რომ ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სერია A-ს წლის საუკეთესო გოლად დასახელდა

სერია A-ს წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ატალანტას წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო გოლად დასახელდა. იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ მილანში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.

ნახვა »

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა

ცნობილია ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესოების ვინაობა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სასტუმრო გრანდ შერატონ მეტეხი პალასში, საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დააჯილდოევს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების და მწვრთნელის გამოსავლენად, გამოკითხვაში მონაწილეობა, ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. წელს პირველად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის …

ნახვა »

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა. ქალთა ერთა ლიგის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, თუმცა 44-ე წუთზე ტექნიკური ხარვეზის, ელექტრო ენრგიის გათიშვის გამო დროებით შეჩერდა. შეხვედრა რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სათადარიგო მოდანზე განახლდა. პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მეორე ტაიმში ქართველებმა 4 გოლის გატანა შეძლეს. …

ნახვა »

კახა კალაძე – უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება

უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივად მოძრაობა 4 დეკემბრიდან აღდგება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის უნივერსიტეტის ქუჩაზე თავია მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა და საბოლოო სამუშაოებს გაეცნო. „ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. საგზაო ნაწილი ბოლო ფენებშია მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია