პოლიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების დაწესება შეაჩერა

გამოცემა Reuters აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება შეაჩერა

 ტრამპისბ აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, ირკვევა რომ, რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა თუ ტარიფების ამოქმედების შეჩერება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის.

„აღნიშნული კანონით( ბრძანებით) „გრემის კანონის“ 112-ე და 113-ე მუხლებით გათვალისწინებული ნებისმიერი ტარიფის გამოყენებას ვაჩერებ. კონგრესს უკვე წარვუდგინე ცნობა, რომ მსგავსი გამონაკლისი აშშ-ის ეროვნულ ინტერესს შეესაბამება“, – აღნიშნულია  დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ აღმასრულებელ ბრძანებაში.

ცნობისთვის, „ლინდსი გრემის კანონის“ თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები და ტარიფები ხელმოწერიდან 30 დღის ვადაში, 18 ოქტომბრამდე უნდა დაეწესებინა.  დონალდ ტრამპმა კი  კანონს  ხელი 18 სექტემბერს მოაწერა.

კანონის  ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან.

აღნიშნული კანონი რუსულ საქონელზე 500%-იანი ტარიფების, ასევე- რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთი ყველაზე დიდი იმპორტიორისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

 

ასევე ნახეთ

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...