ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათზე დასრულდება, – ინფორმაციას გამოცემა “The Times of Israel ” ავრცელებს.
ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით 7.4 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკსა და ოპოზიციურ ძალებს შორის, რომელსაც პარტია ,,იაშარი” ხელმძღვანელობს, დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი
ცნობისთვის, 120-ადგილიანი ქნესეთში ადგილები პროპორციული სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ნაწილდება; მანდატების მისაღებად პარტიებმა 3.25%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. უმრავლესობის მქონე მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კი 61 მანდატია საჭირო.








