პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე: „ეს მხოლოდ დროის გაწელვის ტაქტიკაა“

არ არის საჭირო, ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის გამართვაში – აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ყველაფერი რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, მხოლოდდამხოლოდ დროის გაწელვის ტაქტიკაა

„ძალიან მარტივია. ისინი უნდა ამოვიდნენ სარჩელიდან. თუ რომელიმე ბრალდება, რომელიც მოცემულია, ვინმეს არ მიემართება, ან არ ჩანს, სასამართლო ამას არ განიხილავს, ან უარყოფითად განიხილავს მოსარჩელის პოზიციიდან. არ არის საჭირო,რომ  ვინმე დაგვეხმაროს სარჩელის გამართვაში. ეს არანაირი პროცესუალური ვალდებულება არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი, რასაც უყურებთ, არის დროის გაწელვის ტაქტიკა. აგერ მასალა, აგერ სასამართლო, გაქვს შენ იმის საშუალება, რომ გააბათილო და გააბათილე, კი ბატონო,“ -განაცხადა თენგი შარმანაშვილმა

ასევე ნახეთ

შალვა კერესელიძე – „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას აკრძალავს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს.- …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...